BMNEWS მაისუ შესახებ
ზამთარი ჩვენი მღელვარების მიზეზია ხოლმე, მაგრამ ამავდროულად, ამ თეთრ სეზონზე, ყველაზე მეტადაა გამოკვეთილი კაშკაშა ფერები, თანაც თუ „მაისუს“ აქსესუარს ატარებ, მარტივი შესამჩნევი ხდები. ეს სტარტაპი 2019 წლის მაისში შეიქმნა და მის სათავეში 4 გოგონაა, რომელიც წარმატებით უძღვება საქმიანობას. დღესდღეობით, საქართველოში უამრავი სტარტაპია, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილი ახერხებს არსებულ ბაზარზე დამკვიდრებას, ნაწილი – ვერა. „მაისუს“ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგონებს არაჩვეულებრივად გამოსდით ბიზნესის მართვა; მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. როდესაც გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, მარიამმა ვერ იპოვა ის ჩანთა, იმ ხარისხით, რომლის შეძენაც სურდა, მოულოდნელად გაჩნდა იდეა, რატომაც არა, რომ თავად შეექმნათ. როცა მარიამმა ჩანთის ტარება დაიწყო, სამეგობრო წრისგან გამოხმაურებაც მოჰყვა და ამან, წინ წააქეზა ახალგაზრდები, რომ დაეარსებინათ „მაისუ“. „საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ „მაისუ“ ამხელა შედეგს დადებდა. არ გვქონია ამბიცია, რომ ბაზარი დაგვეპყრო, ყველაფერი თავისთავად მოხდა. მომხმარებელმა კარგად მიიღო ჩვენი პროდუქტი, „მაისუ“ გახდა მათი ცხოვრების ნაწილი და დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხმარებელთა რაოდენობა. ალბათ, ყველაზე რთული, მაინც პირველი ნაბიჯები იყო. ახლა დროის გასვლის შემდეგ რომ ვაკვირდებით ჩვენს პირველ ნაბიჯებს, პირველ ფოტოებს, მოდელებს, ვხედავთ, რომ ძალიან გავიზარდეთ და ამით ძალიან ვამაყობთ.“ იდეის გაცოცხლებისთვის, გოგონებმა ინვესტიცია თავად ჩადეს, ყველანაირი დახმარების გარეშე. თუმცა მათ სამომავლო გეგმებში შედის, სხვადასხვა პროექტში ჩართვა და დაფინანსების მოპოვება, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიახლე შესთავაზონ. „ბევრი კარგი რამ მახსენდება, რაც ამ დროის განმავლობაში გადაგვხდა, მაგრამ ყველაზე თბილი და სასიამოვნო მომენტი იყო, როცა ახალი დაწყებული გვქონდა ეს საქმე და სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთ მაღაზიაში, უცხო გოგონა შემხვდა, მომესალმა, ჩამეხუტა და აღფრთოვანებული სახით მომმართა „თქვენ მაისუ ხართ, ჰო?“, რა თქმა უნდა, გაოცებული ვიყავი. შემდეგ აგრძელებს და მეუბნება „მე უკვე თქვენი სამი ჩანთა მაქვს და ახლა მეოთხეს ველოდები“. ვერ წარმოიდგენთ, რა ვიგრძენი იმ დროს. ეს იყო ძალიან გულისამაჩუყებელი და სასიამოვნო სიტყვები, რომელიც ალბათ, არასდროს დამავიწყდება. სწორედ ასეთი მომენტები გვმატებს სტიმულსა და გვიბიძგებს რომ ყოველთვის ვაკეთოთ ჩვენი საქმე ღირსეულად.“ რატომ „მაისუ“? კომპანიის სახელზე საკმაოდ დიდხანს ვიფიქრეთ. ძალიან ბევრი ვერსია გვქონდა, თუმცა საბოლოოდ, მივედით ძალიან მარტივ გადაწყვეტილებამდე და ჩვენი ერთ-ერთი გუნდის წევრის მეტსახელი გამოვიყენეთ. ვფიქრობთ, კარგადაც მოვიქეცით, რადგან მარტივი, სახასიათო და დიდი შინაარსის მატარებელია. ისაა ჩვენი დიდი ოჯახის ახალი და პატარა წევრი.“ სტარტაპი ნაირნაირ პრიდუქციას ქმნის არა მხოლოდ დიდებისთვის, არამედ პატარებისთვისაც, ქუდები, ხელთათმანები, ჩანთები – გამოირჩევა დადებითი ემოციებით, სიფერადით, ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით.   მათი პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/maisufly

სტატიის ავტორი:
Teresa Galstyan
2021-01-21

სრულად ნახვა
 
ფერადი მაისუ იუბილარია!
ჩვენ უკვე 1 წლის ვართ

სტატიის ავტორი:
მაისუ
2020-05-20

სრულად ნახვა